ეკონომიკური რეფორმები

გურგენიძე: პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას არ ვაპირებდი და არ ვაპირებ

გუშინ რომელიღაც ინტერნეტ სააგენტოს მეშვეობით გავიგე რომ თურმე გიორგი ვაშაძე გეგმავს ჩემთან კონსულტაციებს. რამდენიმე კვირის წინ სხვა "ნიუსმა" გაიელვა, საარჩევნო სიებში ჩემ ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით. ვინც კარგად მიცნობს ეს ისედაც იცის, მაგრამ ვიტყვი მაინც: პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას არ ვაპირებდი და არ ვაპირებ. ზოგადად ყველა პატრიოტ და პროგრესულ პოლიტიკოსს წარმატებას ვუსურვებ, მე კი ვიყავი და ვრჩები იგივე გუნდის გულშემატკივრად სადაც მრავალი ჩემი მეგობარია. იგივე გუნდისა ვისაც ოთხი, რვა და თორმეტი წლის წინ ვგულშემატკივრობდი. რაც შეეხება ეკონომიკურ რეფორმებს, აქ ვერავინ ვერანაირ ახალ სიტყვას ვერ იტყვის. უბრალოდ, საჭიროა გადასახადების შემცირება (და საგადასახადო ადმინისტრირებაში სახელმწიფოს დისკრეციის მაქსიმალური შეზღუდვა), სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირება (მილიარდ-ნახევარი ლარით მაინც, თუ მეტით არა), მაქსიმალური დერეგულაცია ყველა მიმართულებით (იმ ფარგლებში მაინც, რის საშუალებასაც ევეროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაძლევს) და ახალ რეგულაციებზე რამდენიმე წლიანი მორატორიუმის დაწესება, დარჩენილი სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია, სავალუტო საბჭო ან სულაც თავისუფალი სავალუტო მიმოქცევის რეჟიმის შემოღება, საშუალო განათლებაში school choice (ანუ ვაუჩერული) სისტემის სრულფასოვანი დაბრუნება და ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ სფეროში კი სახელმწიფო სახსრების ძალიან მკაფიოდ მხოლოდ მოსახლეობის იმ დაუცველ ფენაზე მიმართვა ვისაც ასეთი დახმარება ნამდვილად ჭირდება. ყველა რეცეპტი კარგადაა ცნობილი, მათ განსახორციელებლად კი მხოლოდ სახალხო ნდობის მანდატზე დაფუძნებული პოლიტიკური გამბედაობაა საჭირო. თუ ამის საშუალება მიეცათ, მიმაჩნია რომ ეს ყველაზე სრულყოფილად ჩემ მეგობართა გუნდს გამოუვა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და ბიზნესმენი ლადო გურგენიძე facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები