ავიაკატასტროფა

ეგვიპტის ავიაციის მინისტრი: ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა, ტერაქტი იყოს

AIRTEAMIMAGES

ეგვიპტის ავიაციის მინისტრის ინფორმაციით, EgyptAir-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ტერაქტის ვერსია უფრო ძლიერია, ვიდრე ტექნიკური წუნის არსებობის შესაძლებლობა.

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის თქმით კი, პარიზიდან კაიროში მიმავალმა EgyptAir-ის თვითმფრინავმა A320-მა, რომელიც რადარებიდან კაიროს დროით 02:45 საათზე გაქრა, ფრენისას ორი მკვეთრი მოძრაობა გააკეთა: თვითმფრინავმა ჯერ 90 გრადუსით მარცხნივ გაუხვია, შემდეგ კი, მარჯვნივ 360 გრადუსით მოტრიალდა. თვითმფრინავი 7260 მეტრიდან ჩამოვარდა.

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა.

უკანასკნელი ცნობებით, თვითმფრინავში 66 ადმიანი იმყოფებოდა. მათ შორის, 56 მგზავრი, ეკიპაჟის 7 წევრი და დაცვის 3 თანამშრომელი.

კომენტარები