ავიაკატასტროფა

EgyptAir-ის ვიცეპრეზიდენტი: ვიპოვეთ თვითმფრინავის ნაწილი

AIRTEAMIMAGES

ავიაკომპანია EgyptAir-ის ვიცეპრეზიდენტის აჰმედ ადელის ინფორმაციით, თვითმფრინავ Airbus A320-ის ნაწილი საბერძნეთის კუნძულთან ახლოს იპოვეს. ამის შესახებ მან CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის თქმით კი, ავიაკატასტროფა უფრო მეტად ტერორიზმს უკავშირდება, ვიდრე ტექნიკურ წუნს.

თვითმფრინავში 66 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, 56 მგზავრი, ეკიპაჟის 7 წევრი და დაცვის 3 თანამშრომელი.

კომენტარები