რუსთავი 2-ის საქმე

სააპელაციო სასამართლომ TV საქართველოს წილებს ყადაღა მოხსნა

რუსთავი 2

სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ ტელეკომპანია საქართველოს წილებზე დადებული ყადაღა მოხსნა.

თამაზ ურთმელიძემ ყადაღის შესახებ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო, რითიც ტელეკომპანიის წილების გასხვისება აკრძალა. მოსამართლეთა კოლეგიამ ყადაღა სრულად გააუქმა.

გადაწყვეტილების დასაბუთება ადვოკატებს მომავალ კვირას ჩაბარდებათ.

კომენტარები