არ ვეთანხმები [დავით კოღუაშვილს], პირიქით მგონია, საპატიმროს გარეთ გიგი უგულავამ ბევრი ცუდი საქმე გააკეთა და იმიტომ არის ჩემი აზრით, საპატიმროში. მერაბიშვილმაც ასევე და სააკაშვილზეც საქმე ტყუილად არ არის აღძრული. მე სხვათაშორის, იმპიჩმენტიც მინდოდა, სააკაშვილისთვის გამომეცხადებინა. ჩემთვის არ იყო ცნობილი [დავით კოღუაშვილის პოლიტიკური შეხედულებები].
tbl.ge/1p6l
დაკოპირდა
უმრავლესობის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის დავით კოღუაშვილის ქართულ გაზეთთან ინტერვიუზე. კოღუაშვილმა ინტერვიუში თქვა, რომ "სააკაშვილის დროს, ბევრი რამ მოხდა თვისობრივად გარდამტეხი, რასაც ვემხრობი". ასევე, "მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ". რაც შეეხება თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავაზე კოღუაშვილმა განაცხადა, რომ "ალბათ, ეს საქმე გადაისინჯება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო შესაბამის რეგირებას მოახდენს. მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში".
ამავე თემაზე
- TI: 65-მილიონიანი ტენდერის მოგების შემდეგ, ყოფილმა დეპუტატმა ოცნებას 40 000 ლარი შესწირა
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე