მკვლელობა ხურჩაში

კაპანაძე ხელისუფლებას: რომ გემუშავათ, შესაძლოა ტრაგედია არ მომხდარიყო

ყველაზე უფრო მაბრაზებს, როდესაც ხელისუფლებაში მყოფებისგან ისმის - "აბა რა უნდა გაგვეკეთებინა, ომს ხომ არ დავიწყებთო?". ეს არის უპასუხისმგებლობის ზენიტი. რა უნდა გაგეკეთებინათ და: თავის დროზე არ უნდა მიგეცათ დავალება უსაფრთხოების სამსახურებისთვის, რომ საოკუპაციო ზოლთან აქტიურები არ ყოფილიყვნენ; არ უნდა გადმოგეწიათ ბლოკპოსტები უკან; უნდა გეჩვენებინათ სხვადასხვა აქტივობებით, მათ შორის, ფარული აქტივობებით რუსებისთვის, რომ აქეთა მხარეს "პატრონი ჰყავს"; არ უნდა გაგეშვათ რუსი ჯაშუშები თავის დროზე; ბოლომდე უნდა მიგეყვანათ ტერორისტი ბორისოვის საქმე; ყველა ბორდერიზაციის ეპიზოდზე უნდა აგეტეხათ დიდი ამბავი და სადაც შესაძლებელი იყო მავთულხლართის გადმოწევა შეგეჩერებინათ, თუნდაც ღამე სპეცსამსახურების მიერ მისი დემონტაჟით; აქამდე უნდა აღგედგინათ იპრმ-ის შეხვედრები; და ბოლოს: არ მოგეშალათ და გაგენადგურებინათ ჩვენი სპეცსამსახურების ის დანაყოფები, რომლებიც ოკუპირებული ტერუტორიების მიმართულებით მუშაობდნენ. და არ მივიღებ იმ არგუმენტს, რომ ადამიანის უფლებებს არღვევდნენ. ვინც არღვევდა, გაგესამართლებინათ კონკრეტული საქმეების გამო, ხოლო მიმართულება დაგეტოვებინათ. აი ეს რომ გაგეკეთებინათ ომი ნაღდად არ დაიწყებოდა, ხოლო ამხელა ტრაგედია შეიძლება არ დატრიალებულიყო ხურჩაში. თავს მაინც ნუღა იმართლებთ! სამარცხვინოები

ენმ-ის დეპუტატობის კანდიდატი სერგი კაპანაძე ხურჩაში მომხდარი მკვლელობის შესახებ

კომენტარები