ქართული ოცნება

ბესელია: კოღუაშვილი თავად გააკეთებს განმარტებებს

ითქვა, რომ [დავით კოღუაშვილი] თავად გააკეთებს განცხადებას და განმარტებებს იმ განცხადებებთან და შეფასებებთან დაკავშირებით, რაც იყო. ამ თემაზე პრემიერმაც ისაუბრა. ასე რომ, ჩვენი გუნდის შიგნით ამ კუთხით რა კითხვებიც იყო, დაისვა და პასუხებიც არის მიღებული. დანარჩენზე თავად ისაუბრებს ბატონი კოღუაშვილი.

უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებებზე. ქართულ გაზეთთან ინტერვიუში კოღუაშვილმა თამაზ მეჭიაური და გოგი თოფაძე გააკრიტიკა, ასევე, თქვა, რომ "სააკაშვილის დროს, ბევრი რამ მოხდა თვისობრივად გარდამტეხი, რასაც ვემხრობი". ასევე, "მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ". რაც შეეხება თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავაზე კოღუაშვილმა განაცხადა, რომ "ალბათ, ეს საქმე გადაისინჯება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო შესაბამის რეგირებას მოახდენს. მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში".

კომენტარები