ქართული ოცნება

ვოლსკი: დავით კოღუაშვილს ჩამოყალიბება მართებს

ასაწონი თემაა. ვფიქრობ, [დავით კოღუაშვილი] საკმაოდ კარგი მონაცემების მქონე ადამიანია, მაგრამ ჩამოყალიბება მართებს - თავად როგორ ხედავს, რამდენად იზიარებს, რამდენად ხედვები აქვს სამომავლო დამთხვეული პარტიის თემებთან და რამ განაპირობა ის განცხადებები, რომელიც მან გააკეთა და ამის შემდეგ, ალბათ ჩამოვყალიბდებით.

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი გია ვოლსკი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებებზე. ქართულ გაზეთთან ინტერვიუში კოღუაშვილმა თქვა, რომ "სააკაშვილის დროს, ბევრი რამ მოხდა თვისობრივად გარდამტეხი, რასაც ვემხრობი". ასევე, "მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ". რაც შეეხება თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავაზე კოღუაშვილმა განაცხადა, რომ "ალბათ, ეს საქმე გადაისინჯება და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასამართლო შესაბამის რეგირებას მოახდენს. მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში".

კომენტარები