დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარემ ოცნება დატოვა და ბურჭულაძესთან გადავიდა

facebook.com/stateforpeople

დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაპანაშვილმა ქართული ოცნება დატოვა და პაატა ბურჭულაძის პარტიაში "სახელმწიფო ხალხისათვის" გადაინაცვლა.

პარტიის დატოვების მიზეზად ის იმედგაცრუებას ასახელებს და ამბობს, რომ დაპირებები ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა.

გიორგი ლაპანაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ რჩება.

კომენტარები