სირიაში მომხდარ აფეთქებებს მინიმუმ 78 ადამიანი ემსხვერპლა

AP

სირიაში მომხდარ ტერაქტებს მინიმუმ 78 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტები ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მიერ კონტროლირებად, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქებში ჯაბლასა და ტარტუსში მოხდა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

საპორტო ქალაქ ტარტუსში ორი აფეთქება თითქმის ერთდროულად მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქებას, რამდენიმე წამში დანაღმული მანქანის აფეთქებაც მოჰყვა. ტერაქტებს 33 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯაბლაში კი, 4 აფეთქება მოხდა, მათ შორის ერთი ადგილობრივ ჰოსპიტალთან, მეორე კი ავტობუსის გაჩერებაზე. ჯაბლაში მომხდარ ტერაქტებს 45 ადამიანი შეეწირა.

ცნობისთვის, ეს ქალაქები სირიაში მიმდინარე 5-წლიანი სამოქალაქო ომის დროს ყოველთვის მთავრობის კონტროლქვეშ იყო. ამ ქალაქებში ტერაქტები პირველად მოხდა.

კომენტარები