მე დიდი ინტერესით ვადევნებ გუშინ განვითარებულ მოვლენებს თვალყურს, ვნახე ის ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც პოლიტიკოსებზე ძალადობაა ასახული. ვნახე პარტიების განცხადებები ამ ინციდენტთან დაკავშირებით. მე მივესალმები საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს ინციდენტი სრულად და საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული. ასევე განვაცხადებ, რომ სახელმწიფოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების ვალდებულება მთავრობას ეკისრება, სწორედ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს არჩევნების მშვიდ ვითარებაში წარმართვა. როგორც თამარ ჟვანიამ მითხრა, ამ ინციდენტს ნეგატიური გავლენა ექნება მთლიანად საარჩევნო გარემოზე. კითხვაზე, თუ გვაქვს ნეგატიური მოლოდინები ამ ინციდენტის შემდეგ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ეს ჩემი მხრიდან მოვლენებით სპეკულაცია იქნება. რაც მოხდა, ჯერჯერობით არის კონკრეტული ინციდენტი.
22 მაისის შუალედური არჩევნები
ჰერმანი: მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების ვალდებულება მთავრობას აქვს
tbl.ge/1pev
დაკოპირდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი კორცხელში, საარჩევნო უბანთან ენმ-ის ლიდერების ცემაზე.
ამავე თემაზე
- ხიდაშელი: კორცხელის ინციდენტში რიგითის მონაწილეობის საკითხს გენშტაბი სწავლობს
- ხიდაშელი: რაც კორცხელში ვნახეთ, ეს არის გზა ქაოსისკენ
- სოფელ კორცხელში მიღებული ხმების დათვლის შემდეგ შედეგი იგივე დარჩა
- ჭიაბერაშვილი: შეიძლება კომისიას ივანიშვილისგან აქვს ბრძანება, რომ შედეგი დადონ
- სოფელ კორცხელში მიღებულ ხმებს თავიდან დაითვლიან