დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ მოსამართლეებს მაგიდაზე ხელი დაუბრახუნეს და მათგან მოითხოვეს შედეგი, თან, ეს შედეგი მოითხოვეს სწრაფად. დღეს დასრულდა ის მოჩვენებითი თავაზიანობის სტადია მოსამართლეებსა და მხარეებს შორის, რომელიც აქამდე გვქონდა. არაერთხელ გვითქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო იგივეს აკეთებდა შინაარსობრივად, რასაც პირველი ინსტანციაში მოსამართლე ურთმელიძე, უბრალოდ, ამას აკეთებდა ღიმილიანი სახით და ძალიან თავაზიანი ფორმით. როგორც ჩანს, ეს არასაკმარისი აღმოჩნდა ქვეყნის რეალური მმართველისთვის და ხელისუფლებისთვის. დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა და ჩვენ დავინახეთ სასამართლოში სულ სხვა რეალობა. პროცესმა უკვე სუპერ ფორსირებული ტემპი შეიძინა, დღეს ექვს საათზე დასრულდა პროცესი და ხვალ ათი საათიდან გრძელდება. მეტიც, დღის განმავლობაში დაიწყო წუთების თვლა ფაქტობრივად - "თქვენ რამდენი წუთი გჭირდებათ, თქვენ რამდენი წუთი გჭირდებათ", იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დასრულებულიყო ეს პროცესი. ამან მოგვაგონა ზუსტად ის, რასთანაც გვქონდა შეხება პირველ ინსტანციაში, ზონდერ მოსამართლე ურთმელიძესთან.
tbl.ge/1ptm
დაკოპირდა
რუსთავი ორის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.
ამავე თემაზე
- დვალი-აქიმიძის სარჩელი არც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
- მელაძე: სასამართლომ რუსთავი 2-დან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა
- დვალი: იმ არგუმენტაციამ, რაც მოსამართლემ მოიყვანა, აბსოლუტურად გაოგნებული დაგვტოვა
- რუსთავი 2-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა
- დავით დვალი R2-ზე: საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე