კორცხელის ინციდენტი

პრემიერი კორცხელზე: ჩემგან ადამიანების დაჭერის მითითების მოლოდინი ნუ გექნებათ

არცერთ პრემიერმინისტრს არ აქვს უფლება, მისცეს მითითებები ადამიანების დაჭერაზე, ასეთი რამ საქართველოში ხდებოდა და წარსულს ჩაბარდა, რაც ძალიან კარგია. ჩემი პოლიტიკური მოსაზრებაა, რომ ეს პრეცედენტი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. გამოძიება მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში შეიტყობთ შედეგებს. პრემიერმინისტრების მხრიდან მითითება, "დააკავეთ", "დაიჭირეთ", "ნულოვანი ტოლერანტობა", ასეთი რაღაცეები საქართველოში აღარ იქნება და მოლოდინებიც ნუ გვექნება. დასასჯელი, რა თქმა უნდა, დაისჯება, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუციების გადასაწყვეტი.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორცხელის ინციდენტზე.

კომენტარები