თამბაქოს კონტროლი

ქუმსიშვილი: საჯარო ადგილებში მოწევის აკრძალვა ტურისტების რიცხვს არ შეამცირებს

ნახევრად ხუმრობით ან ნახევრად სიმართლით ვიტყვი, რომ დიდი ალბათობით, მე ამ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ჩუმი წევრი ვარ, იმდენად მიუღებელია ჩემთვის სიგარეტი. მიამჩნია, რომ  ჰიპოთეზა იმაზე, თითქოს საქართველოში შემცირდება ტურისტების რაოდენობა, თუ ჩვენ საჯარო და საზოგადოებრივ ადგილებში ავკრძალავთ თამბაქოს მოწევას, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მე პირადად არ ვარ მწეველი და სხვებსაც მოვუწოდებ, მოწევას თავი დაანებონ. რაც შეეხება ზოგადად წარმოებას, მე ყველანაირ წარმოებას ვუჭერ მხარს. სამწუხაროდ, ყველა ვერ დაანებებს მოწევას თავს და ჯობს, წარმოება საქართველოში იყოს, ვიდრე სხვაგან

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საჯარო ადგილებში მოწევის აკრძალვაზე

კომენტარები