რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმე - ნათია გუჯაბიძის დედა: მე მიხდიდა სახელმწიფო

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნათია გუჯაბიძის დედა, მანანა დოლიძე ადასტურებს, რომ 2014 წელს ბინას ნამდვილად აქირავებდა და საფასურს სახელმწიფოსგან იღებდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სახლი მის შვილზე გაქირავებული, დოლიძე ბრაზდება და ტელეკომპანიის წარმომადგენლებს "თაღლითებს" უწოდებს.

დოლიძისვე თქმით, ამჟამად გუჯაბიძეს საკუთარი სახლი არ აქვს და აღარც სახელმწიფოსგან იღებს საცხოვრებლის დასაქირავებლად თანხას.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთი წევრი ნათია გუჯაბიძე თაღლითობაშია შემჩნეული. გვარამიას თქმით, ამის გამო, პროკურატურის მხრიდან, გუჯაბიძეზე ზეწოლა მიმდინარეობს. გვარამიასვე ცნობით, გუჯაბიძეს 2014 წელს გამოეყო სახელმწიფოსგან სახსრები იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლო უფლებამოსილების შესრულებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება. მან კი სახლი დედისგან იქირავა.

კომენტარები