რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის ადვოკატების არყოფნის მიუხედავად, მოსამართლემ პროცესი არ გადადო

რუსთავი 2

გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატებს სასამართლო დარბაზი დაატოვებინეს, ტელეარხის მფლობელების გია და ლევან ყარამანიშვილების ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა პროცესის გადადება მოითხოვა.

მოსამართლეთა კოლეგიამ კი პროცესის გადადებაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ რუსთავი 2-ის მხარეს უკვე მოუსმინა.

მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გააძევა. როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მოსამართლე ნატა ნაზღაიძე ამბობდა, რომ ადვოკატები სასამართლოს არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას. 

ადვოკატები მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილებას მოითხოვდნენ, ასევე პროცესზე გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაშვებას, რაზეც სასამართლო უარს ამბობდა.

კომენტარები