ლგბტ უფლებები

WISG-ის კვლევა: 80% ფიქრობს, რომ ლგბტ პირებს ქუჩაში მსვლელობა უნდა აეკრძალოთ

tamara.craiu / flickr

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG)-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 80% სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება აზრს, რომ "ლგბტი ადამიანებს კანონით უნდა აეკრძალოთ ქუჩებში მსვლელობის მოწყობა".

მათ შორის სრულად ეთანხმება 66%, ხოლო ნაწილობრივ - 14%.

კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი პირებისთვის მხოლოდ 15% ემხრობა და, შესაბამისად, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ მათ ქუჩაში მსვლელობის მოწყობა უნდა აეკრძალოთ.

WISG-მა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2000 ადამიანი გამოკითხა.

კომენტარები