რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს

მე ვიყავი გაძევებული სხდომის ფარგლებში და სრულიად გაურკვეველია, დღეს რატომ არ დამიშვა სასამართლომ, იმიტომ, რომ მე პროცესის ბოლომდე არ ვიყავი გაძევებული. რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ - რუსთავი 2 საერთოდ დაცვის უფლების გარეშე დატოვა ამ სამმა ზონდერმა მოსამართლემ, მათ შორის ერთ-ერთმა თაღლითმა. ყველაზე უფრო საოცარი ის არის, რომ ამ ვითარებაში პროცესი არ გადადო ერთია - გუჯაბიძის აცილებაზე საერთოდ არ განიხილა შუამდგომლობა. მოკლედ და კონკრეტულად - ის, რაც პროცესზე მიმდინარეობს, არის არა მართლმსაჯულება ან მართლმსაჯულების იმიტაცია, ესაა დანაშაულებრივი საქმიანობა სამი უსინდისო ქალის მხრიდან, რომლებიც არიან დაქირავებული. არ გამოვრიცხავ, რომ ამაში ანაზღაურებასაც იღებდნენ, იმართებიან ერთი კონკრეტული ცენტრიდან. ეს ქალები აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე კანონის მთელი სიმკაცრით. ასევე არა მხოლოდ ეს უსინდისო ქალები, არამედ ის უსინდისო ქალებიც და კაცებიც, რომლებიც მათ უკან დგანან, ამ სასამართლოს შენობაში სხედან და არა მხოლოდ აქ, იუსტიციის საბჭოშიც მათ შორის. ის უსინდისო, უსირცხვილო გრაფომანი, მანიაკალური მისწრაფებების კაციც, რომელიც ყველა ამ მის ქვემდგომ ყმას აძლევს დავალებებს, რომ ასე მოიქცნენ პროცესზე. ყველანი აგებენ პასუხს.მართლმსაჯულების ასე გაუპატიურება არავის არ უნდა შერჩეს. ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა შემდგომი ხელისუფლებისთვის.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით.

კომენტარები