ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: ნასაკირალში საზოგადოებამ ვერ დააფასა მთავრობა და ენმ აირჩია

ამავდროულად, ჩემთვის უფრო შემაშფოთებელი იყო ნასაკირალზე ჩატარებული არჩევნები და რატომ. უფრო შემაშფოთებელს არ ვიტყოდი და არ შევადარებდი ერთმანეთს [კორცხელს და ნასაკირალს]. გარკვეული კითხვები გააჩინა. თუ ნაციონალურმა მოძრაობამ კორცხელში მოიგო არჩევნები თავისი სისტემით, კარგად ამუშავა საკუთარი სისტემა და გამოცდილება, კორცხელში [გულისხმობს ნასაკირალს] მთავრობამ წააგო პირწმინდად არჩევნები. და წააგო არჩევნები მთავრობამ არა იმიტომ, რომ ბევრი შეცდომები დაუშვა. თუმცა, მთავრობის შეცდომებზეც შეიძლება, ვისაუბროთ. ამომრჩეველმა არ გაიგო და ვერ გაიგო. ეს არის ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი. გამგებელი, რომელმაც დიდი უპირატესობით მოუგო წინა არჩევნებში ენმ-ს წარმომადგენელს, იგივეს, ვინც გაიმარჯვა ახლა ამ არჩევნებში... იგივესთან ჰქონდა იმ გამგებელს, რომელიც ახლა ციხეში იმყოფება კორუფციაზე, ხელისუფლებამ მოახერხა და პასუხი აგებინა მისსავე გუნდის წევრს. ეს არის ხელწერა, რომელიც მე ჩემს გუნდთან ერთად დავტოვე საქართველოში და ეს თამასა ასე უნდა დავიცვათ, საკუთარი გუნდის წევრი არ დაზოგეს, მაგრამ შედეგი არის შემაშფოთებელი, საზოგადოებამ ნაცვლად იმისა, რომ სწორად შეეფასებინა, დასაჯა მმართველი გუნდი ამისთვის და ნაციონალურ მოძრაობას დაუჭირა მხარი. აი, ეს არის ყველაზე ამაღელვებელი ჩემთვის... საზოგადოებამ ნაცვლად მადლიერებისა, არ აპატია მთავრობას მათი სოფლელის, მათი საყვარელი ადამიანის დასჯა და ნაციონალურ მოძრაობას მისცა ხმა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი 22 მაისის შუალედურ არჩევნებზე.

კომენტარები