ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი კორცხელზე: ეს იყო ენმ-ის მხრიდან კარგად ორგანიზებული პროვოკაცია

რა თქმა უნდა, მე ეჭვიც არ მეპარება, [კორცხელში] ეს პროვოკაცია კარგად დაგეგმილი იყო ნაციონალების მიერ და კადრებიც ვნახე. ისიც კარგად შევამჩნიე, როგორ მოსწონდა ბოკერიას, როცა წამოდგა ფეხზე და სიჩუმეზე, რომ შედეგი მიიღო, მას იქვე ეტყობოდა, მაგრამ ეს არაფრის გამართლების საფუძველი არ გახლავთ. ეს არაფრით არ ამსუბუქებს იმას, რაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად დარწმუნებული ვარ და საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ ეს პროვოკაცია კარგად დადგმული და ორგანიზებული იყო ნაციონალების მხრიდან, არაფრით არ ამართლებს მმართველი გუნდის ქმედებას და არაფრით არ ამართლებს იმას, რაც იქ მოხდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში არცერთ პროვოკაციას არანაირად არ წამოვეგოთ და ის, რაზეც მე გავაკეთე აქცენტი, შესაძლებელი იყო, ესეც არ გამეხსენებინა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, კორცხელის ინციდენტის შესახებ.

კომენტარები