ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილი: პოლიტიკაში მოსვლამდე ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს

სექტემბერში ვაპირებ 2030-ის მსგავს (გადაცემის გაკეთებას), როგორც მოვახერხე მაშინ და ანალიზი გავაკეთე, საზოგადოების ყველა შემადგენელი ნაწილის: პოლიტიკოსების, მედიის, ეკლესიაზეც გვქონდა მაშინ საუბარი და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებზეც. იგივეს ვაპირებ მომავალშიც და ასეთი ანალიზი მინდა შევთავაზო საზოგადოებას, როგორ გამომივიდა მე ეს მაშინ და როგორ გამომივა ეს სექტემბერში, თქვენ ამას ნახავთ. მგონია, რომ საზოგადოება ელოდება ჩემგან, ჩემი პოზიციის კარგად ჩვენებას და რადგან მე ეს მოლოდინი და ვალდებულება მაქვს, ამიტომაც ვცდილობ. საზოგადოებას თუ შევატყვე, რომ არ საჭიროებს ეს, ვერ მნახავთ ვერსად, ვერც მედიაში, ვერც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. მე ძალიან კომფორტულად ვიყავი მანამ, სანამ მოვიდოდი პოლიტიკაში და მომწონდა ის, რაც ავირჩიე ჩემი ცხოვრების წესად ადრე.

ექსპრემიერი ივანიშვილი მედიასთან შეხვედრისას

კომენტარები