რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი: სასამართლოს მივეცით თვითგადარჩენისა და თვითაღდგენის საშუალება

ვერავინ ვერ მოიტანს ვერცერთ საბუთს, რომ ხელისუფლება სასამართლოს აკონტროლებს, თქვენ დროს (ნაციონალური მოძრაობის დროს) სასამართლო იყო, როგორც ნოტარიუსი ფორმაში იყო გადაქცეული. სასამართლოს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას, სასამართლოს მიეცით საშუალება, ის რაც ვქენით ჩვენ, სასამართლოს მივეცით თვითგადარჩენის, თვითაღდგენისა და თვითგანვითარების საშუალება. ხელისუფლებას, რომელსაც ყველაზე მეტად შეუძლია ჩარევა, არ ჩარეულა და არ ჩაერევა სასამართლოს უფლებებში, შესაბამისად, თქვენც უნდა შეეგუოთ ამას. 9 წლის განმავლობაში სასამართლო სათამაშოდ გქონდათ გადაქცეული და ხალხის დასასჯელად იყენებდით. პირდაპირ აჩვენებდით, ვისთვის რა უნდა ექნათ. წინა ხელისუფლების დროს სასამართლო არ არსებობდა, დღეს სასამართლომ დაიწყო აღდგენა, თვითაღდგენა, თვითგამორკვევა დაიწყო სასამართლომ, მოსამართლეები ტელევიზიით გამოდიან, იცავენ უფლებებს, პოლემიკებში შემოდიან, დამონებული ჰყავდათ მოსამართლეები. ციხეები გატენილი ყავდათ, კლავდნენ, ვინც უნდოდათ და აწამებდნენ, ვინც უნდოდათ ეს იყო პროცესი. ამას აპრავებდით თქვენ (რუსთავი 2).

ექსპრემიერი ივანიშვილი მედიასთან შეხვედრაზე, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით

კომენტარები