ვიზალიბერალიზაცია

გერმანიის შსს-ს მდივანი ვიზებზე: შეჩერების მექანიზმის შემოღებას უნდა დაველოდოთ

faz.net

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ემილი ჰაბერმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა საჭიროა, რომ ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღებას დაველოდოთ.

"საქართველოს საკითხის განხილვას დღეს ვგეგმავთ. გეთანხმებით, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. მაგრამ, ჩვენ უნდა დაველოდოთ ე.წ. შეჩერების მექანიზმს, რათა დავრწმუნდეთ, რომ შევძლებთ ზომების მიღებას, თუ უვიზო რეჟიმის წესები ხშირად დაირღვევა", - აღნიშნა ჰაბერმა.

საქართველოს საკითხი ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დღეს უნდა განიხილონ.

კომენტარები