რუსთავი 2-ის საქმე

დანელია: ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური ბრძოლა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ

ეს ცალსახად არის ხელისუფლების პოლიტიკური ბრძოლა რუსთავის 2-ის წინააღმდეგ. თუკი სასამართლო გადაწყვეტს, რომ იძალადოს რუსთავი 2-ზე, და ამ შემთხვევაში ხელისუფლება გადაწვეტს სასამართლოს ხელით იძალადოს რუსთავი 2-ზე, პროცესები გაცდება სასამართლოში მოსაგვარებელ პროცესებს. სწორედ ამიტომ, მედია კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს, რომ დააბრუნოს საქმე სასამართლო პროცესში და რასაკვირველია, იგი გააგრძელებს მონიტორინგს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ტელეკომპანიის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა.

კომენტარები