დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამოსცა. დღემდე საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ჰყავდა, კალაძე და ქუმსიშვილი, გიორგი კვირიკაშვილმა ამ ორიდან მისი ყოფილი მოადგილე და ეკონომიკის მოქმედი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დააწინაურა. ქუმსიშვილი კვირიკაშვილის მოადგილე 2006 - 2011 წლებშიც იყო, მაშინ კვირიკაშვილი "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი იყო, ქუმსიშვილი კი მისი პირველი მოადგილე.

დღემდე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტში ორი ვიცე-პრემიერის თანამდებობა არსებობს. დიმიტრი ქუმსიშვილი პირველი ვიცე-პრემიერის, ხოლო კახა კალაძე ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებს.

კომენტარები