მე-18 მუხლის საქმეები ყველა ძალიან ცნობილია, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ცოტა. მომავალში მერაბიშვილის საქმეც სახელმძღვანელო გახდება ამ სტანდარტის თვალსაზრისით მათ შორის ქართველ პოლიტპატიმრებზეც, რომლებიც დღეს ციხეში სხედან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ საქმეებს, რომლებიც იყო უკრაინული საქმეები. კერძოდ, ლუცენკოს საქმე, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ისევე როგორც მერაბიშვილი წარსულში. ლუცენკოს საქმეში იანუკოვიჩმა პრაქტიკულად იგივე გააკეთა, რაც მერაბიშვილის საქმეში გააკეთა ივანიშვილის პროკურატურამ. სასამართლომ დაადგინა, რომ ლუცენკოს პატიმრობა ემსახურებოდა არა კონვენციით გათვალისწინებულ მიზნებს, არამედ ლუცენკოს გაჩუმებას, რაც არალეგიტიმური მიზანია. კონვენციაში არსად პოლიტიკური მიზანი არ წერია, არც ლუცენკოს, არც ტიმოშენკოს, არც მამედოვის, არც ჯაფაროვის საქმეებში არ არის მითითებული, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. უბრალოდ მითითებულია სწორედ იმ ფარულ განზრახვაზე და სხვადასხვა შემთხვევაში ეს ფარული განზრახვა სხვადასხვაა
tbl.ge/1rij
დაკოპირდა
დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში მერაბიშვილის საქმეზე
ამავე თემაზე
- მერაბიშვილს, მისი ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, დღეს კიდევ ერთხელ გამოკითხავენ
- ვანო მერაბიშვილს, მისი ციხიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გამოკითხავენ
- გოგიჩაიშვილი: ვინც უნდა დაწეროს Twitter-ზე მერაბიშვილზე, გავლენას ვერ მოახდენს სასჯელზე
- კახიძე: ამ წლის ნოემბერში მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი ავტომატურად დადგება
- ბოხაშვილი: ყველა, ვინც მე-18 მუხლი მოიგო, ადრე თუ გვიან გაათავისუფლეს