ტერორიზმი

ბრიუსელში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას მამაკაცი დააკავეს

AFP

ბრიუსელში სავაჭრო ცენტრში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციისას მამაკაცი დააკავეს. მანამდე პოლიციას მან დაურეკა და უთხრა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებები ტანსაცმელზე ჰქონდა დამაგრებული და სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად მას არაფერი აღმოაჩნდა.

სავაჭრო ცენტრში შესაძლო აფეთქების გამო გადაკეტეს მიმდებარე ქუჩები და თავად ცენტრის მუშაობაც შეაჩერეს.

ამ ეტაპზე ბელგიაში ტერორისტულმა საფრთხემ უმაღლესი მეოთხე დონიდან მესამეზე ჩამოინაცვლა. 

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ მოწყობილმა ტერაქტებმა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მარტში 32 ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები