ვანო მერაბიშვილის საქმე

ფოფხაძე: სტრასბურგმა გვაიძულა მერაბიშვილის საქმის გამოძიება, საჭიროება არ იყო

რომ არა სტრასბურგის გადაწყვეტილება, მე მაგალითად, მე ვერ ვხედავდი ამის საჭიროებას, უბრალოდ, სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, შიდა დონეზე ჩვენ იძულებული ვართ, ეს გავაკეთოთ და ეს სავალდებულოა. თუმცა, მეორე მხრივ, მე მიმაჩნია, რომ ეს არის გარკვეული წახალისება იმ მსჯავრდებული ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ, ელემენტარული ახალ-ახალი ვერსიები შესთავაზონ საზოგადოებას ან საგამოძიებო ორგანოებს იმის თაობაზე, რა ცუდ პირობებში არიან. მე არ მგონია მიზანშეწონილი იმ პატიმრების წახალისება, რომლებიც ასეთი დაუმორჩილებელი სტანდარტით ხელმძღვანელობენ და მიაჩნიათ, რომ ციხეში ყოფნაში თავად კი არ არიან დამნაშავეები, არამედ კაცობრიობა. მე მიმაჩნია, რომ პრემიერიც, პოლიტიკური პარტიის ლიდერიც და პოლიტიკოსიც შეიძლება იყოს დანაშაულში ეჭვმიტანილი, ბრალდებული და მსჯავრდებული. რაღაცა განსაკუთრებული რეჟიმი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი მისამართით ალბათ სწორი არ უნდა იყოს. 

დეპუტატი გედევან ფოფხაძე ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ.

კომენტარები