არჩევნები 2016

კობახიძე: თითქმის დასრულებულია მუშაობა მაჟორიტარულ სიასთან დაკავშირებით

ტაბულა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის მაჟორიტარული სიის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში გაიმართება. კობახიძე არ გამორიცხავს, რომ სიაში მოქმედი მინისტრები და დეპუტატები იყვნენ.

„თითქმის დასრულებულია სამუშაო პროცესი მაჟორიტარულ სიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გვარებს, რომელიც გავრცელდა, სია ნამდვილად არ შემიძლია დაგიდასტუროთ. არის გარკვეული დამთხვევები, თუმცა, მთლიანობაში სია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი მაჟორიტარული სიის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში დაიგეგმება. იქ შეიტყობთ თითოეულ სახელსა და გვარს",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები