ნაციონალური მოძრაობა კვლავ აქტიურად აგრძელებს სოციოლოგიური კვლევების დისკრედიტაციას საქართველოში. ჩვენ ვიხილეთ მორიგი გაყალბებული კვლევა, რომელიც რუსთავი 2-ის დაკვეთით განხორციელდა. ეს არის აბსოლუტურად გაყალბებული მონაცემები, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება თვითონ ორგანიზაცია GFK-ის, ბუნებრივია, მისი სანდოობის საკითხიც ეჭვქვეშ დგას. 2012 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ანუ ნაციონალური მოძრაობის არაპირდაპირი დაკვეთით ჩაატარა იგივე ორგანიზაციამ კვლევა, ეგზიტპოლები და მაშინაც დაგვიდეს გაყალბებული შედეგები. 20 %-ზე მაღალი ცდომილებით წარმოგვიდგინეს ჩვენ ეგზიტპოლების შედეგები 2012 წლის არჩევნებში, ანუ უკვე არსებობს პრაქტიკა იმის, რომ ნაციონალური მოძრაობა GFK-სთან ერთად აყალბებდა სოციოლოგიური კვლევის შედეგებს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა
კობახიძე GFK-ზე: ენმ აქტიურად აგრძელებს სოციოლოგიური კვლევების დისკრედიტაციას
tbl.ge/1s9c
დაკოპირდა
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის - GFK - ჩატარებულ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 22.4% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, ხოლო 21.7% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
ამავე თემაზე
- Edison-ის კვლევა: 19%-ის აზრით წელს ცხოვრება გაცილებით უარესია, შედარებით უარესია - 24%
- ენმ ქართული ოცნების შიდა კვლევებზე: ხელისუფლება თვითილუზიასაა მიცემული
- კობახიძე: ამომრჩეველთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას შევძლებთ
- კობახიძე: ჯენტლმენობა გამოვიჩინეთ და სხვა პარტიების შედეგები არ დავდეთ
- ბიგვავა: შიდა კვლევებით, 65% ფიქრობს, რომ არჩევნებს ქართული ოცნება მოიგებს