ჯონ კერის ვიზიტი

შარაშენიძე: კერის მესიჯი ალბათ ასეთი იქნება - თუ არჩევნებს წააგებთ, წახვალთ

ზოგიერთებს თუ არ ესმით ამერიკის ელჩის განცხადებების, კერის განცხადებებს უფრო დაუგდებენ ყურს. ობამა ამის სათქმელად არ ჩამოვა, მაგრამ კერის ვიზიტი ძალზედ მნიშვნელოვანია. 2012 წელს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა საქართველოში და მისი მესიჯი ასეთი იყო, რომ დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს და, თუ მთავრობა წააგებს არჩევნებს, მთავრობა უნდა წავიდეს, რაც სააკაშვილმა გააკეთა კიდეც - წააგო და წავიდა. ალბათ, მსგავსი მესიჯი იქნება ახლაც, თუ წააგებთ - წახვალთ, თუ მოიგებთ კი ბატონო, ოღონდ სამართლიანად უნდა მოიგოთ

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტზე

კომენტარები