აჭარის მთავრობა

არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა

არჩილ ხაბაძე
facebook.com

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხაბაძე არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამით ახსნა. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე დეპუტატებმა არჩილ ხაბაძის თანამდებობიდან გადაყენებაზე იმსჯელეს, თუმცა, იმპიჩმენტი ვერ შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ხაბაძეს ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე შეცვლის.

კომენტარები