NATO-ს ვარშავის სამიტი

მარგველაშვილი: საქართველო გახდება NATO-ს წევრი, ეს პოზიცია შეუქცევადია

პირველ რიგში, მთავარი გზავნილი არის ის, რაც ჩვენ 2008 წლის შემდეგ ბუქარესტიდან გვაქვს. პოზიცია, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და ეს პოზიცია არ გადაიხედება და შეუქცევადია, ეს არის ის სტაბილური გზა, რომლის ფარგლებშიც საქართველო ვითარდება. ჩვენ უკვე ბევრად უფრო მეტად ვაღმავებთ და წინ ვავითარებთ ორმხრივ თანამშრომლობას NATO-ს წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც ალიანსთან. ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. პოლიტიკური მხარდაჭერა, რომ საქართველოს გზა NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით შეუქცევადია და გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გავაღრმაოთ ეს პროცესი და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გავზარდოთ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვარშავაში, პრესკონფერენციაზე

კომენტარები