ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

ევროპის ჩემპიონატის ფინალი
Uefa.com

ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა მოიგო. ფერნანდო სანტუშის ფეხბურთელებმა ფინალურ მატჩში ტურნირის მასპინძელი, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს.

მატჩის ერთადერთი გოლი მეორე დამატებითი ტაიმის 109-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ედერმა გაიტანა.

ფინალური მატჩი პარიზში, სტად დე ფრანსის სტადიონზე გაიმართა. ფერნანდო სანტუშის გუნდმა მატჩის 25-ე წუთიდან გუნდის ლიდერის, კრიშტიანუ რონალდოს გარეშე ითამაშა. მადრიდის რეალის ვარსკვლავმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი არსებობის მანძილზე პირველად მოიგო. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი ანტუან გრიზმანი გახდა, რომელმაც 6 გოლი გაიტანა.

კომენტარები