ვიზალიბერალიზაცია

ჰანი ვიზალიბერალიზაციაზე: ყველაზე ბოლო ვადა ოქტომბერია

კარგად ვიცი, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება. საქართველომ შეასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, რაც ევროკომისიამ შარშან დეკემბერში დაადასტურა. ნამდვილად, ეს არის ჭეშმარიტი წარმატება. ამ საკითხს მხარს უჭერს ქართული საზოგადოება და ყველა მთავარი პოლიტიკური პარტია. მოუთმენლად ველით დღეს, როცა საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპის ქვეყნებში ვიზების გარეშე გადაადგილებას. დარწმუნებული ვარ, ეს დღე არ არის შორს. ყველაზე ბოლო ვადა ოქტომბერია. 

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საერთაშორისო კონფერენციაზე - "საქართველოს ევროპული გზა". რუსთავი ორის თარგმანი.

კომენტარები