რატომ მოვიდა ბატონი ავთო? არ მგონია, რომ ამაზე უნდა იხარჯებოდეს ქართული ენერგია. ქართველები სტუმარ-მასპინძელი ხალხი ვართ. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი შერჩეული იყო როგორც პრეზენტაციის ადგილი, იმიტომ რომ ეს რეგიონი არის ქართული ოცნების რეგიონი. აქ ყველა არჩევნებში თითქმის 100%-იანი რეზულტატი დავდეთ. შესაბამისად, ჩვენ, მთიელები სტუმარ-მასპინძელი ხალხი ვართ. ჯერ ეს ერთი, ჩვენი ვალი არ აქვთ. ვალიც რომ ჰქონდეთ ჩვენი, მაინც ვიღებთ ხოლმე სტუმრებს. არ მივანიჭებდი ამ მოვლენას დიდ მნიშვნელობას.
tbl.ge/1sxm
დაკოპირდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ავთანდილ მარგიანის საგურამოში, ქართული ოცნების ღონისძიებაზე მისვლის შესახებ. ცნობისთვის, დღეს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ მარგიანი არ მიუწვევიათ, თავად ცეკას ყოფილი მდივნის განმარტებით კი, ის ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა პირმა დაპატიჟა.
ამავე თემაზე
- კობახიძე: საჭიროა ახალი განათლების სისტემა - ამასაც გამჭვირვალობის მსგავსი რეაქცია მოყვება
- პრემიერი: შეუძლებელია, ტრადიციების პატივისცემა და ფსევდოლიბერალიზმი დააბალანსო
- კობახიძე: ორი ძალაა პოლიტიკაში, ჩვენ და კოლექტიური ნაცმოძრაობა
- იოსელიანი ქურასბედიანზე: მიუღებელია ე.წ. დაბულინგება, მითუმეტეს, ქალი პოლიტიკოსების
- TI: 65-მილიონიანი ტენდერის მოგების შემდეგ, ყოფილმა დეპუტატმა ოცნებას 40 000 ლარი შესწირა