NATO-რუსეთი

გრუშკო: შავ ზღვაში NATO-ს გააქტიურებას შესაძლოა ნეგატიური შედეგი ჰქონდეს

REUTERS

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ალექსანდრ გრუშკოს თქმით, რუსეთი აფრთხილებს NATO-ს, რომ შავ ზღვაში ალიანსის სამხედრო აქტივობამ შესაძლოა ნეგატიური შედეგი გამოიღოს.

"ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი. შესაძლოა, რომ შავი ზღვის რეგიონში NATO-ს ნებისმიერი ქვეყნის მიერ სამხედრო მოქმედებების გაზრდამ სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნას", - აღნიშნა გრუშკომ.

ამასთან, შავი ზღვის რეგიონში ალიანსის მიერ სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის საპასუხოდ, ამავე რეგიონში საზღვაო ძალების გაზრდას აპირებს რუსეთიც, რათა „ბალანსი შენარჩუნდეს".

კომენტარები