არჩევნები 2016

ზურაბიშვილი: არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი

სალომე ზურაბიშვილი
geworld.ge

საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარად იყრის კენჭს. ის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კანდიდატურის დასაყენებლად ხვალიდან ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს. 

"მე არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და მაქვს გამარჯვების იმედი. დღეს მე წარმოვადგენ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს“ - ამბობს ზურაბიშვილი.

კომენტარები