თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

მიხეილ გიორგაძემ ოპერის თეატრის სამხატვრო დირექტორი დავით კინწურაშვილი გადააყენა

Facebook/Davit Kintsurashvili

საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორაძემ, ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გიორგაძის თქმით, თეატრის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად დაწერა, დავით კინწურაშვილის შესახებ კი მინისტრმა გათავისუფლების განკარგულება გასცა. თეატრში შესაძლო ფინანსური დარღვევების შესწავლის მიზნით მიხეილ გიორგაძის ინიციატივით, თეატრში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევა. 

" ოპერისა და ბალეტის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ გაითვალისწინა ჩვენი შეთავაზება და შესაბამისი განცხადებით მოგვმართა. თუმცა, სამხატვრო ხელმძღვანელს, ბატონ დავით კინწურაშვილს აქამდე განცხადება არ მოუტანია. ამიტომ მე უკვე გავეცი შესაბამისი განკარგულება მისი გათავისუფლების შესახებ. ბრძანება, რომელიც ამ წუთებში მზადდება ხელმოწერისთანავე შევა ძალაში. ასევე გავეცი განკარგულება, რომ ჩვენმა აუდიტმა შეისწავლოს თეატრის მდგომარეობა. ბუნებრივია, ამ პერიოდში პასუხისმგებელი პირია საჭირო. ამიტომ დროებით ალექსანდრე მოწონელიძე შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, ხოლო შემდგომში ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით სამინისტრო იმსჯელებს და თავის გადაწყვეტილებას საზოგადოებას გააცნობს“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

ოპერის 300 კაციანი დასის უმეტესობა (180-მდე ადამიანი) უკვე რამდენიმე კვირაა რაც დავით კინწურაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდა. 

კომენტარები