ელენე ხოშტარია

თბილისში ველოსიპედებით მსვლელობა მოეწყო

თამთა გოგოლაძე

თბილისში ველოსიპედებით მსვლელობა მოეწყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და მოხალისეები კუს ტბის ასახვევეთან შეიკრიბნენ და ველოსიპედებით მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მოაწყვეს. აქციის მიზანი გარემოს დაცვა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჯანსაღი ცხოვრების იდეის მნიშვნელობას. ამასთანავე ჯანსაღ ცხოვრებას ჭირდება ხელშეწყობა, ჭირდება ინფრასქტრუქტურა. ახლა ჩვენ როცა ველოსიპედებით წავალთ ნახავთ, რომ მოგვიწევს სავალ ნაწილზე სიარული, იმიტომ რომ არ არის მოწყობილი ისე, რომ ადამიანებს შეეძლოთ ჯანსაღად იცხოვრონ და იარონ ველოსიპედით. გარდა ამისა ჩვენთვის ძაან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვიერთდებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ამიტ ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები. ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, რომ ვისიამოვნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით.“- ამბობს ელენე ხოშტარია.

კომენტარები