თავდაცვა

პრემიერი წითელაშვილზე: "დაბრალების კამპანიის“ გაგრძელება მგონია

რაც შეეხება თვითონ ამ საკითხს, მე, რა თქმა უნდა, დავინტერესდი. ჩვენ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას გავცეთ პასუხები, თუმცა არა იმ ადამიანებს, განსაკუთრებით, არა იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრი გაუაზრებელი ქმედებით ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენეს. ამ შემთხვევაში, არ ვგულისხმობ სამხედროებს, ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. ამიტომ, თუ გამოსაძიებელი იქნება და თუ იქნება საკმარისი მასალა იმისათვის, რომ გამოძიება ჩატარდეს, რა თქმა უნდა, ეს ასე მოხდება. მაგრამ, როგორც მე მეჩვენება, ეს არის იმ კამპანიის გაგრძელება, როდესაც რაღაცას დაგაბრალებენ და მერე უნდა გასცე პასუხი. ამიტომ, ვნახოთ, როგორ იქნება.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გენერალ გიგი კალანდაძის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ტრისტან წითელაშვილმა რუსულ სპეცსამსახურებს გადასცა. კალანდაძის მტკიცებით, წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა.

კომენტარები