მე პირადად, ეჭვი მიჩნდება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სავარაუდო ზეწოლაზე განცხადებები ხომ არ გააკეთა ყურადღების გადასატანად ამ გარემოებებიდან [საკონსტიტუციო სარჩელების შეცვლის შესახებ ინფორმაცია, სარჩელების განხილვის ვადები და მათი განაწილება]. საკონსტიტუციო სასამართლო ჩემთვის არის ძალიან ავტორიტეტული ინსტიტუტი, სახელმწიფოს ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტი. ამ შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ინსტიტუტი, არ უნდა განვიხილოთ კრიტიკულ კონტექსტში, მაგრამ უნდა განვიხილოთ კრიტიკულ კონტექსტში ის გარემოებები, რომლებიც კონკრეტული ადამიანის [გიორგი პაპუაშვილის] საქმიანობას და მოქმედებას შესაძლოა, უკავშირდებოდეს
საკონსტიტუციო სასამართლო
თალაკვაძე: ვეჭვობ, პაპუაშვილმა ზეწოლის შესახებ ყურადღების გადასატანად ისაუბრა
tbl.ge/1ts6
დაკოპირდა
შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე პირველი არხის ეთერში.
ამავე თემაზე
- საკონსტიტუციომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სარჩელები განსახილველად მიიღო
- სპონტანური შეკრებისას თვითმმართველობის 5 დღით ადრე გაფრთხილება არაკონსტიტუციურად ჩაითვალა
- "იზღუდება გამოხატვის ყველა ფორმა, ომის საწინააღმდეგო ტექსტიც კი" – მოსამართლეთა სარჩელი
- GDI: ტურავა კობახიძის მიმართ წარმოების დაწყებას არ აპირებს, წყაროს არასარწმუნოდ მიიჩნევს
- საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, სტატუსი ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებსაც მიენიჭებათ