კრიმინალი

თელავში ყოფილი პარლამენტარი ნოდარ მოდებაძე მოკლეს

metro.us

თელავის რაიონის სოფელ აკურაში ყოფილი პარლამენტარი ნოდარ მოდებაძე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფით მოხდა. მკვლელობაში ბრალდებულის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ნოდარ მოდებაძე 1999-2004 წლებში, საარჩევნო ბლოკ საქართველოს აღორძინების დეპუტატი იყო.

კომენტარები