არჩევნები 2016

პრემიერი: ქართული ოცნება ყველა დაწყებულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს

ჩვენი თაობის ვალია, ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დავაყენოთ ფეხზე. და ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი ძალებით ამას გავაკეთებთ. ჩვენ შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა, ნაბიჯებით გაწერილი, რომელიც ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას მოიტანს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დავაღწიოთ თავი გაჭირვებას, რომ თითოეული ოჯახი, თითოეული თქვენგანი წელგამართული იყოს და არ ჰქონდეს ხვალინდელი დღის შიში. სწორედ ამიტომ თქვენი მხარდაჭერით გაიმარჯვებს ქართული ოცნება და ყველა დაწყებულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენისას.

კომენტარები