c ჰეპატიტის პროგრამა

პრემიერი: მომავალ 4 წელში, ფაქტობრივად, C ჰეპატიტი აღმოიფხვრება საქართველოში

... ჩვენ ამ 4 წლის თავზე მიზნად გვაქვს დასახული, რომ ინფიცირებულების 90% უნდა გვყავდეს გამოკვლეული უკვე, ხოლო დაავადებულთა 95% გვყავდეს განკურნებული. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა. ამ პროგრამაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება 57 მლნ ლარი. მთლიანად 116 მლნ ლარია, საიდანაც სახელმწიფო ხარჯავს 57 მლნ ლარს. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უსასყიდლოდ მიიღებს 15 მილიარდი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს. პროგრამაში ჩართულები არიან გლობალური ფონდი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო სამთავრობო გუნდს დავითის ხელმძღვანელობით, რომლებიც ახორციელებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას. მომავალი 4 წლის განმავლობაში ფაქტიურად მოხდება ამ დაავადების აღმოფხვრა საქართველოში.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები