მთის კანონი

მთავრობამ მაღალმთიან დასახლებებში სოციალური დანამატების გაცემა გაამარტივა

მაღალმთიანი რაჭა
georgia.travel

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის პენსიისა და სოციალური პაკეტების დანიშვნის პროცედურა გამარტივდა - შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. პრემიერის თქმით, ამ ცვლილების შემდეგ ადამიანები სოციალურ დახმარებას ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიიღებენ. ცვლილებების შედეგად, მთის კანონის სიაში შესულ დასახლებებში ასევე გამარტივდება საგადასახადო შეღავათების მინიჭება.

"მიზნად დავისახეთ მთაში მცხოვრები მოსახლეობის დამატებითი სოციალური უზრუნველყოფა და ამ პროგრამით, ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ. ხოლო, პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით კი, მეწარმეები, მთიან რეგიონებში", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი. 

საქართველოს მთავრობა მაღალმთიანეთში მოსახლეობის დაბრუნების პოლიტიკას აწარმოებს. ამ მიზნის მისაღწევად 2015 წელს პარლამენტმა ეგრეთ წოდებული მთის კანონი მიიღო, რომლის შედეგადაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე ტერიტორიაზე გაიზარდა სოციალური დახმარებების მოცულობა და იქ მოქმედი ბიზნესებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდა. ახლა კი მთავრობა ამ შეღავათების მინიჭების წესს ამარტივებს. 

კომენტარები