სახელმწიფო ხალხისთვის

ბურჭულაძის პარტიის ნავთლუღის ოლქის შტაბის ხელმძღვანელმა მოძრაობა დატოვა

მოძრაობის "სახელმწიფო ხალხისთვის" ნავთლუღის მე-10 საარჩევნო ოლქის შტაბის ყოფილი უფროსის იოსებ ხიმშიაშვილის განცხადებით, პარტია 25-მდე წევრმა დატოვა. ხიმშიაშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში ამბობს, რომ "სახელმწიფო ხალხისთვის" აწარმოებს კონსულტაციებს "ახალ საქართველოსთან", "გირჩთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან", რაც მისთვის მიუღებელია. ამასთან, ხიმშიაშვილი ფინანსურ პრობლემებსაც ასახელებს. მისი მტკიცებით, 2 თვეა, ხელფასი არ გაცემულა.

თავად მოძრაობაში "სახელმწიფო ხალხისთვის" აღნიშნავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, განცხადება მზადდება და გაავრცელებენ.

კომენტარები