სუს-ი

შარაშენიძე: რუსეთს არ მოსვლია თავში, გაზსადენის აფეთქება ტერაქტად მოენათლა

ერთხელაც გთხოვთ ყურადღებას. გუშინ გახსნილი "ტერაქტის" შესახებ მინდა, მოგახსენოთ ისევ. 2006 წელს ზუსტად იგივე გაზსადენი ააფეთქეს რუსეთის ტერიტორიაზე და არავის მოსვლია თავში, ეს ქმედება ტერაქტად მოენათლა. დივერსია. მორჩა და გათავდა. აქ გამოხტნენ და ტერაქტად გამოაცხადეს. 2000 წლიდან მოყოლებული რუსეთი ცდილობდა ჩვენთვის ტერორისტული სახელმწიფოს იარლიყი მოეწებებინა. ხშირად ყოფილა როცა მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ფსბ "ქართულ კვალზე" საუბრობდა. ბოლოსდაბოლოს დაგვეხსნენ, რადგან მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ ტერორიზმი და ქართველები საკმაოდ შეუთავსებელი ფენომენებია. მაგრამ აი, გუშინ მთელ მსოფლიოს ვამცნეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები ტერორისტები არიან. ბრავო, კიდევ ერთი-ორი ტერორისტული საქმე და ტურისტებიც აღარ გვეყოლება. არ დავიწყებ სპეკულაციებს იმაზე, რომ ეს საქმე შეიძლება შეკერილი იყოს. დეტალები არ ვიცი და ამ საქმის სპეციალისტიც არ ვარ. თუმცა უკრაინაზე საუბარი (ანუ სააკაშვილზე მინიშნება) და მანანა არჩილ-კესო კობახიძეების გაპრავებები მსგავსი სპეკულაციების ცდუნებას უკვე აჩენს. და ბოლოს, ამ საქმის მიმართ საზოგადოების რეაქცია გამოაჩენს, რა რეიტინგი შერჩა მთავრობას. ვნახოთ.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე სუს-ის განცხადებაზე, რომ რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენის აფეთქება აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს.

კომენტარები