რიოს პარაოლიმპიადა 2016

რიოს პარაოლიმპიადა 2016: რუსეთმა აპელაცია წააგო

Getty Images

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ დაამტკიცა საერთაშორის პარაოლიმპიური კომიტეტის ბანი, რომელიც ყველა რუს პარაოლიმპიელს ეხება.

პარაოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს ბანი სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული დოპინგის პროგრამის გამო დაადო.

შეგახსენებთ, რომ პარაოლიმპიური კომიტეტისგან განსხვავებით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა არ გაითვალისწინა მსოფლიო ანტიდოპინგის სააგენტოს რეკომენდაცია და რუსი ოლიმპიელები რიო 2016-ზე დაუშვა. კომიტეტის ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.

რიოს პარაოლიმპიადა 2016 7 სექტემბერს დაიწყება.

კომენტარები