მიწისძვრა იტალიაში

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა

ITALIAN FIRE BRIGADE

იტალიის ქალაქ ამატრიჩეში, რომელიც იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ქალაქის მერის, სერჯიო პიროცის ცნობით, ათობით ადამიანია დაღუპული.

დაღუპულთა ზუსტი რიცხვი არ სახელდება, თუმცა უკანასკნელი მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 73 ადამიანია დაღუპული.

სტიქიით დაზარალებულ რაიონებში ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.

6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით, დღეს 03:36-ზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი, იტალიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ პერუჯის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ამატრიჩეში დაფიქსირდა.

კომენტარები